12.06.2021
- Advertisement -

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარზე- გასამართლებულ დამნაშავესთან შეხვედრა კანონის უზენაესობის სულისკვეთებას სულაც არ ასხივებს

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოს საკითხზე მომუშავე ევროპარლამენტარებს ბრიუსელში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის გამო აკრიტიკებს. 

“ევროკავშირის გულში გასამართლებულ დამნაშავესთან შეხვედრა კანონის უზენაესობის სულისკვეთებას სულაც არ ასხივებს და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს შეურაცხყოფაა”, – დაწერა პაპუაშვილა სოციალურ ქსელ Twitter-ზე. 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში ვიზიტისას საქართველოს საკითხზე მომუშავე ევროპარლამენტარებს შეხვდა. 

სააკაშვილის თქმით, შეხვედრები 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მაქსიმალურად დიდი რაოდენობით საერთაშორისო დამკვირვებლების მობილიზებას შეეხო. 

- Advertisement -

უახლესი სტატიები

ექიმებმა დანიელი ფეხბურთელის, კრისტიან ერიქსენის გადარჩენა შეძლეს

მედიაში გავრცელებული, ინფორმაციით ქრისტიან ერიქსენის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბიულურია და ექიმებმა ფეხბურთელის გადარჩენა შეძლეს.  ცოტა ხნის წინ სტადიონზე, სადაც მატჩი მიმდინარეობდა...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -