16.10.2024
- Advertisement -spot_img

შალვა პაპუაშვილი – ISFED-მა საზოგადოებას უნდა გასცეს პასუხი, კვლავ აყენებენ ულტიმატუმს, რომ დააკომპლექტონ მთავრობა თუ ხსნიან მოთხოვნებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ISFED-მა საზოგადოებას უნდა გასცეს პასუხი კვლავ აყენებენ ულტიმატუმს, რომ მათ დააკომპლექტონ მთავრობა და ჰქონდეთ ვეტოს უფლება, გადამწყვეტი ხმა მთავრობის დაკომპლექტებაში თუ ხსნიან თავის მოთხოვნებს.

„თუკი ისინი ამ პოზიციას არ იზიარებენ და მოხსნიან ამ მოთხოვნას, რა თქმა უნდა, მათ სრულად შეუძლიათ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა“,- დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ISFED-ის მიერ ულტიმატუმის საუბრის პირობებში კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე რთული იქნება საუბარი.

„რამდენიმე დღეა ვხედავთ მცდელობას, რომ აღქმით იყოს მანიპულირება, ნაცვლად ფაქტებისა. ფაქტები სინამდვილეში არის მარტივად. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციას „სამართლიანი არჩევნები“ გახსოვთ, რომ ევროპული სავბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მეორე დღეს, 24 ივნისს, მათ შორის ISFED-ის ორგანიზებით, გაიმართა აქცია, სადაც ISFED-მა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ პარლამენტს ერთკვირიანი ულტიმატუმი წამოუყენა, რომ პარლამენტს უნდა დაეთხოვა მთავრობა და შეერჩია ე.წ. ტექნიკური მთავრობა, რომლის ფორმირების პროცესში ISFED-ს და სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც ამ აქციის ორგანიზატორები იყვნენ, ექნებოდათ ვეტოს უფლება. მათ ეს ულტიმატუმი ბოლომდე ვერ მიიყვანეს, რადგან ხალხმა ზურგი აქცია ამ რადიკალურ მოთხოვნას, თუმცა ეს მოთხოვნა ჰაერში კიდია და მათ ეს ულტიმატუმი არ მოუხსნიათ.

მას შემდეგ, რაც ISFED-მა გამოხატა ინტერესი, პარლამენტის სამუშაო ჯგუფში მუშაობის თაობაზე ჩვენი კითხვა იყო ISFED-ის მიმართ, ისინი კვლავ იზიარებენ ამ ულტიმატუმს, კვლავ მხარს უჭერენ ამ მოთხოვნას? საქმე ეხება ულტიმატუმს, რომ მთავრობის ფორმირებაში მონაწილეობა მიიღოს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის ISFED-მა, რომელსაც არ გააჩნია არანაირი დემოკრატიული ლეგიტიმაცია და შესაბამისად, ეს პროცესი ყოველგვარ დემოკრატიულ ფარგლებს მიღმაა.

ჩვენს შეთავაზებაზე, რომ პოზიცია დაეფიქსირებინათ, თუკი ისინი არ იზიარებენ ამ მოთხოვნას, შეეძლოთ მიეღოთ მონაწილეობა სამუშაო ჯგუფში, თუკი ისინი კვლავ აგრძელებენ ულტიმატუმის ენით საუბარს, რომ პარლამენტმა დაითხოვოს მთავრობა, დააკომპლექტოს „ტექნიკური მთავრობა“, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე რთული იქნება საუბარი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img