24.04.2024
- Advertisement -spot_img

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიცია ალბათ, გულში მაინც ტაშს გვიკრავს, რადგან აქვთ საშუალება, პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეთ

ალბათ, ოპოზიცია გულში მაინც ტაშს გვიკრავს, რადგან თავის დროზე ეს გადაწყვეტილება არ მივიღეთ და მათ აქვთ საშუალება, ამ პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი წარმოადგინონ. მაშინ, პარლამენტი სწორად მოიქცა, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობა მათი გადაწყვეტილების – პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების არშეწყვეტის შესახებ, სისწორეში დარწმუნებულია.

„ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება. ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული ვართ. გადაწყვეტილება ისეთი იქნება, რომ ჩვენი პოზიცია დადასტურდება. მაშინ, ვნახეთ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისას მთელი მსოფლიო ტაშს გვიკრავდა და ალბათ, ოპოზიცია გულში მაინც ტაშს გვიკრავს, რადგან თავის დროზე ეს გადაწყვეტილება არ მივიღეთ და მათ აქვთ საშუალება, ამ პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი წარმოადგინონ. მაშინ, პარლამენტი სწორად მოიქცა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მას შემდეგ რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე არ დააკმაყოფილა, ზურაბ ჯაფარიძემ, ელენე ხოშტარიამ და თამარ კორძაიამ პარლამენტის შესაბამისი დადგენილება, როგორც არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

შეგახსენებთ, 2 თებერვალს, პარლამენტმა 51 ოპოზიციონერი დეპუტატის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა თამარ კორძაიას შუამდგომლობა, სარჩელის არსებითი განხილვის გადადების თაობაზე დააკმაყოფილა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img