19.04.2024
- Advertisement -spot_img

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე – ორი გრამი ძალაუფლებაც რომ დაიბრუნოს ამ ძალამ, არა მხოლოდ სიტყვით, საქმით დაუბრუნდებიან იმას, რასაც აკეთებდნენ

ორი გრამი ძალაუფლებაც რომ დაიბრუნოს ამ ძალამ და ამ იდეოლოგიამ, არა მხოლოდ სიტყვით, საქმით დაუბრუნდებიან იმას, რასაც აკეთებდნენ და აკეთებდნენ იმას, რომ რიყავდნენ, რეცხავდნენ, ართმევდნენ ქონებას და აპატიმრებდნენ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა  შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, შეიკრიბოს ღია ცის ქვეშ და ამ უფლებას თუ ართმევენ ისინი ჩვენი მოსახლეობის რომელიმე სეგმენტს, სწორედ აქ ჩანს და არის დასტური, რომ ორი გრამი ძალაუფლებაც რომ დაიბრუნოს ამ ძალამ და ამ იდეოლოგიამ, არა მხოლოდ სიტყვით, საქმით დაუბრუნდებიან იმას, რასაც აკეთებდნენ და აკეთებდნენ იმას, რომ რიყავდნენ, რეცხავდნენ, ართმევდნენ ქონებას და აპატიმრებდნენ. ეს არის ის ძალა, რომელსაც დღეს უბრალოდ „ეს კბილები“ არ აქვს, რომელიც მას ჰქონდა, როდესაც იყო ხელისუფლებაში და ვერ ახორციელებს იმ იდეებს, რომელიც აქვს და მხოლედ სიტყვიერად გვესმის და ვხვდებით, რასთან გვექნება საქმე, თუკი მათ ორი გრამი ძალაუფლება დაუბრუნდებათ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მან მმართველი ძალის მიერ დღეს დაგეგმილ აქციაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს თავყრილობა იქნება ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავყრილობა და ამას სჭირდება შესაბამისი რეგულაცია სატრანსპორტო სახით.

„ამას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომ მოხდეს რეგულაცია. თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო და საპატრულო სამსახურის გადასაწყვეტია, ვინაიდან მათ იციან მართვა როგორ ხდება ასეთი პროცესების. ადამიანების დიდი რაოდენობა იქნება შეკრებილი და საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, რომ ამან არ გამოიწვიოს ზედმეტად გადატვირთვა სატრანსპორტო გზების,“- განაცხადა პაპუაშვილმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img