პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი ჩართულია კამპანიაში, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციის ნაწილს აბსოლუტურად სხვა დღის წესრიგი აქვს, რომელიც ქვეყნის და ხალხის ინტერესებს აცდენილია.
„ოპოზიციის ნაწილი ჩართულია კამპანიაში, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. იმ დროს, როდესაც რამდენიმე დღეა დარჩენილი იმისთვის, რომ ჯერ კომისიამ და შემდეგ უკვე ევროპულმა საბჭომ გადაწყვეტლეები მიიღოს, ვნახეთ, რომ მათთვის მთავარი საკითხი არის კვლავ მათი პარტიული კოლეგები, სააკაშვილი და ა.შ. ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმის, რომ სინამდვილეში „ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციის ნაწილს აქვს აბსოლუტურად სხვა დღის წესრიგი, რომელიც ქვეყნის და ხალხის ინტერესებს აცდენილია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.