15.10.2024
- Advertisement -spot_img

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციის რადიკალურ ფრთას მუშაობა და საკითხების განხილვა კი არა, სცენების დადგმა სურს

ვისაც მუშაობის ეშინია, დღესაც დავინახეთ – „ნაციონალური მოძრაობის“ ტრიოს, არ ეყო ის მინიმალური კომპეტენციაც კი, რომ პრეზიდენტისადმი მიმართვა სწორად გაეკეთებინათ – პრეზიდენტი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ოპონენტების კრიტიკაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია და რიგგარეშე სხდომაზე დასწრებაზე უარი ამიტომ თქვა“.

როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ოპოზიციის აღნიშნულ ნაწილს სინამდვილეში მუშაობა კი არა, სცენების დადგმა სურს.

„ისინი სამუშაო ჯგუფში არ მოვიდნენ და არ საუბრობენ იმ საკითხებზე, რომელიც 12 პუნქტში შედის. ეს კლიშირება უკვე მომაბეზრებელია, მათ შორის ერთი და იგივე ტერმინის გამოყენება – შეეშინდა, შეუტია. დაზეპირებული სამი სიტყვაა, რომელსაც ატრიალებენ კონტექსტიდან ამოგლეჯილად. გუშინ მარტივი რაღაც მოხდა – ოპოზიციის რადიკალურ ფრთას – „ნაციონალური მოძრაობის“ ტრიოს, „ლელოსთან“ და „სტრატეგიასთან“ ერთად არ ეყო ის მინიმალური კომპეტენციაც კი, რომ რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით სწორედ გაეკეთებინათ პრეზიდენტისადმი მიმართვა. ეს ხალხი საუბრობს რეფორმებზე, კანონშემოქმედებაზე, როდესაც იმის მინიმალური კომპეტენციაც კი არ აქვთ, რომ სწორედ და გამართულად მიმართონ პრეზიდენტს სესიის მოწვევასთან დაკავშირებით. მათ თავად პრეზიდენტი ჩააყენეს უხერხულ მდგომარეობაში. თავისთავად პრეზიდენტი ასეთი მიმართვის შინაარსში არ ერთვება, გარკვეულწილად ფორმალურია ეს ხელმოწერა. მიუხედავად იმისა, პრეზიდენტი მოიწვევს თუ არა სესიას, მაინც შეიძლება ის გაიმართოს. უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს, რადგან იყო უმარტივესი ხარვეზით გაშვებული – აქ ჩანს „ნაციონალური მოძრაობის“ ტრიოს აბსოლუტური არაკომპეტენტურობა. საბოლოოდ შედეგი დადგა ის, რომ პლენარული სხდომა ვერ ჩატარდა და სესია ვერ გაიხსნა, იმის გამო, რომ სესია აუცილებლად უნდა გაიხსნას პლენარული სხდომით, ხოლო პლენარულ სხდომას უნდა ჰქონდეს დღის წესრიგი, რომელიც არ არსებობდა.

ამას აქვს მეორე განზომილებაც – მათ დღევანდელ ქცევაშიც ჩანს, რომ სინამდვილეში მუშაობა და რაღაც საკითხების განხილვა კი არ სურთ, არამედ სცენების დადგმა. თუ დარბაზის შიგნით იქნებიან, შიგნით დადგამენ, თუ არადა გუშინ ვნახეთ, რომ დარბაზის გარეთ დადგეს სცენები, კარებთან ფოტოებს იღებდნენ.

ამ კამპანიის ძირითადი სამიზნე არიან უცხოელი დამკვირვებლები, ვინც ქართულ პოლიტიკას აკვირდება. სურათებსაც იმიტომ იღებენ, რომ შემდეგ „დატვიტონ“, მეილები დააგზავნონ, თითქოს ვინმემ რამე ჩარაზა და ვინმე უარს ამბობს მუშაობაზე. სინამდვილეში გუშინ იყო კომიტეტის სხდომა, არ მივიდნენ, დღეს ასევე არ მოვიდნენ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img