21.01.2025

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ პროვოკატორების სრული მობილიზაცია არის ზუგდიდში

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, პროვოკატორების სრული მობილიზაცია არის ზუგდიდში.

როგორც პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მნიშვნელოვანია პოლიციამ დროული რეაგირება გააკეთოს.

„როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ განსაკუთრებულ ინტერესს ზუგდიდი წარმოადგენს. ვნახეთ ინციდენტები და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების ნაცნობი სახეები, რომელიც აგრესიულობით გამოირჩევიან. იგივე ჯგუფი არჩევნების პირველ ტურზე მარნეულში იყო და იქაც იგივე პროვოკაციებს აწყობდა. ახლა ზუგდიდში გადატყორცნეს. არც ერთი მათგანი ზუგდიდელი არ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img