09.12.2021
- Advertisement -spot_img

შარლ მიშელი დღეს საქართველოში ჩამოდის, ცნობილია ვიზიტის პროგრამა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, 15:00 საათზე ჩამოფრინდება.

შარლ მიშელი პირველ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშილთან გამართავს, რის შემდეგაც პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

ასევე, დაგეგმილია შარლ მიშელის პირისპირ შეხვედრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, რომლის დასრულების შემდეგაც, ის საქართველო პარლამენტის თავმჯდომარეს და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში შეხვდება.

დღის დასასრულს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილი სადილზე უმასპინძლებს.

როგორც ცნობილია, შარლ მიშელი საქართველოს ხვალ დილით დატოვებს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს აინთება, 24 დეკემბერს კი „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე, პარლამენტის შენობის წინ 10 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img