09.12.2021
- Advertisement -spot_img

შარლ მიშელი – ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, ინტენსიურად იმუშაონ, რომ მოხდეს სიტუაციის განმუხტვა

ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, ინტენსიურად იმუშაონ, რათა მოხდეს სიტუაციის განეიტრალება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„როგორც ახსენეთ, ჩემი ვიზიტი არის პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როდესაც კრიზისი გამწვავებულია. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან აშფოთებს ევროკავშირსაც და პირადად მეც. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ ინტენსიურად იმუშაონ იმაზე, რათა მოხდეს სიტუაციის განეიტრალება.

დღის მეორე ნახევარში ასევე მექნება საშუალება, მქონდეს გულწრფელი და ღია საუბარი პრემიერ-მინისტრთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელებთან. ვიცი, რომ პოლიტიკური დებატები საჭიროებს ლიდერშიფს, ყველა მხარის ჩართულობას. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს აქვს ყველა საშუალება, ეს გამოწვევა მიიღოს. მოახდინოს დემოკრატიული ბაზების კონსოლიდირება არა მხოლოდ ევროპასთან კავშირში, არამედ თავისი დემოკრატიული ბაზებისაც, რათა ადამიანის უფლებები იყოს დაცული, მათი სურვილები განხორციელდეს, შეიქმნას პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც გამყარებული იქნება ღია დემოკრატიით, დამოუკიდებელი და წარმომადგენლობითი სასამართლო სისტემით. ეს გაამყარებს ურთიერთობას საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს მიზნები ასოცირების ხელშეკრულებაშია ასახული, რომელიც ძალიან ამბიციურია და ასახავს ევროპის მხარისა და საქართველოს ვალდებულებებსაც“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დღეს ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.

​ვიზიტის ფარგლებში, შარლ მიშელმა პირველი შეხვედრა ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართა. ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.

ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ხაზს მოინახულებს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის ინაუგურაციას დაესწრება და ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტს დაათვალიერებს. შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა

ამერიკულმა  Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა. სიის სათავეში კომპანია Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე, მაკენზი სკოტია. Forbes-მა მაკენზი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img