15.10.2024
- Advertisement -spot_img

შარლ მიშელი გაერო-ში რუსეთის ელჩს: დარბაზის დატოვება უფრო ადვილია, ვიდრე სიმართლის მოსმენა (VIDEO)

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შრლ მიშელმა რუსეთი გლობალური სასურსათო კრიზისის გამოწვევაში დაადანაშაულა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებების გამო რუსეთის ელჩმა დარბაზი დატოვა. როდესაც ის გადიოდა, მიშელმა მიმართა: “შეგიძლიათ, დატოვოთ ოთახი, შესაძლოა, ეს უფრო ადვილია, ვიდრე სიმართლის მოსმენა”.

შარლ მიშელმა განაცხადა, რომ რუსეთი სასურსათო მარაგებს იყენებს, როგორც “მალულ რაკეტას” განვითარებადი ქვეყნების წინააღმდეგ.

რუსეთის ელჩმა, ვასილი ნებენზიამ საპასუხოდ მიშელი ტყუილების გავრცელებაში დაადანაშაულა.

ომის გამო უკრაინულ პორტებში გემებია გაჩერებული. უკრაინა საკვების ზეთისა და მარცვლეულის მსხვილი ექსპორტიორია. მარცვლეულისა და სასუქის მსხვილი ექსპორტიორია რუსეთიც. ომის გამო კი ალტერნატივაზე მკვეთრად გაიზარდა.

“რუსეთის ომის დრამატული შედეგები მთელ მსოფლიოში ვრცელდება და ეს ზრდის საკვების ფასებს, ხალხს სიღარიბისკენ უბიძგებს და მთელი რეგიონის დესტაბილიზაციას ახდენს. რუსეთია სრულად პასუხისმგებელი ამ სასურსათო კრიზისზე”, – თქვა მიშელმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის დროს.

მან ასევე რუსეთი მოსავლის დათესვის/აღების ხელშეშლაში და მარცვლეულის მოპარვაში დაადანაშაულა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ლონდონსა და ნიუ-იორკს შორის ფრენას შესაძლოა საათზე ნაკლები დრო დასჭირდეს

ჰიპერსონიკური კომერციული ფრენების ახალი ერა კოსმოსური ინდუსტრიის კომპანიამ  Venus Aerospace -მა  წარადგინა ახალი ჰიპერსონიკური ძრავა, რომელიც, მათი თქმით,  დიდი მიღწევაა ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img