ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი მზადაა, მიანიჭოს საქართველოსა და ბოსნია ჰერცოგოვინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, როგორც კი ეს ქვეყნები საჭირო რეფორმებს განახორციელებენ.
„ეს ომი ახალ ფორმას სძენს ევროკავშირსაც. სულ რამდენიმე დღის წინ, ჩვენს უკანასკნელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ მივანიჭოთ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი, ასევე მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნია ჰერცოგოვინასა და საქართველოს, როგორც კი რეფორმები შესრულდება. ეს არის ისტორიული მომენტი უკრაინისთვის და ევროპის მომავლისთვის“,- განაცხადა შარლ მიშელმა.