20.04.2024
- Advertisement -spot_img

შარლ მიშელი საქართველოშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია. მას აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი დახვდნენ.

შარლ მიშელი 19 ივლისს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება, სახელწოდებით „საქართველოს ევროპული გზა“.

ის ასევე შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან.

ასევე დაგეგმილია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.

საქართველოში ჩამოსვლამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი იმყოფებოდა სომხეთსა და აზერბაიჯანში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img