ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული ახალ დოკუმენტში პარლამენტში ძალთა გადანაწილების შესახებაცაა საუბარი.
კერძოდ, დოკუმენტის ახალი ვერსიის თანახმად, ოპოზიციის დეპუტატებისთვის გამოყოფილ უნდა იქნას 5 კომიტეტის თავმჯდომარეობა, რომელთაგან 2 შემდეგი 5 კომიტეტიდან უნდა იყოს: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; ადამიანის უფლებათა კომიტეტი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი; საგარეო ურთიერტობების კომიტეტი.
ასევე, დოკუმენტის მიხედვით, ოპოზიციის დეპუტატებებისთვის გამოყოფილ უნდა იქნას თავმჯდომარის 1 პოზიცია შემდეგი საპარლამენტო დელეგაციებისთვის საერთაშორისო არენაზე: ევრონესტი საპარლამენტო ასამბლეა, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა.