20.04.2024
- Advertisement -spot_img

შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის პარლამენტში 5 კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა უნდა გამოიყოს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული ახალ დოკუმენტში პარლამენტში ძალთა გადანაწილების შესახებაცაა საუბარი.

კერძოდ, დოკუმენტის ახალი ვერსიის თანახმად, ოპოზიციის დეპუტატებისთვის გამოყოფილ უნდა იქნას 5 კომიტეტის თავმჯდომარეობა, რომელთაგან 2 შემდეგი 5 კომიტეტიდან უნდა იყოს: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; ადამიანის უფლებათა კომიტეტი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი; საგარეო ურთიერტობების კომიტეტი.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, ოპოზიციის დეპუტატებებისთვის გამოყოფილ უნდა იქნას თავმჯდომარის 1 პოზიცია შემდეგი საპარლამენტო დელეგაციებისთვის საერთაშორისო არენაზე: ევრონესტი საპარლამენტო ასამბლეა, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img