შავ ზღვაში საერთაშორისო სამხედრო-საზღვაო სწავლება „Sea Breeze 2021 დაიწყო“.
„Sea Breeze 2021“-ში მონაწილეობას მიიღებს ნატოს სამხედრო-საზღვაო ჯგუფი, 30-ზე მეტი ქვეყნის 5 000 სამხედრო მოსამსახურე, 32 გემი, 40 საფრენი აპარატი, 18 სპეციალური დანიშნულების რაზმი და მყვინთავთა ჯგუფები.
საერთაშორისო სამხედრო-საზღვაო სწავლება „Sea Breeze 2021“ შავ ზღვაში 23 ივლისამდე გაგრძელდება.
ცნობისათვის, სწავლების დაწყებამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ყურადღებით დააკვირდებიან წვრთნებს, რომელშიც ნატოს ძალებიც მონაწილეობენ.