27.07.2021
- Advertisement -spot_img

შეიქმნა პირბადე, რომელსაც COVID-19-ის გამოვლენა შეუძლია

ჰარვარდისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ამერიკელმა სპეციალისტებმა, შექმნეს დამცავი პირბადე, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია დადგინდეს ინფიცირებულია თუ არა ადამიანი covid-19-ით. ამის შესახებ ნათქვამია პუბლიკაციაში, რომელიც MIT NEWS -ზე გამოქვეყნდა.

პირბადეს აქვს გადამცემი, პატარა სენსორი, რომლის ჩაკერებაც სპეციალისტების განცხადებით, ლაბორატორიისთვის განკუთვნილ ხალათსა და სხვა ტანსაცმელშიცაა შესაძლებელი. გადამცემი სპეციალური სენსორებით ინფიცირების ფაქტს პირბადის გამოყენებიდან 90 წუთში ადგენს. ამ დანადგარის ჩართვა ისეა შესაძლებელი, რომ მონაცემები სხვა ადამიანებისთვის კონფიდენციალური დარჩეს.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ასეთი ტიპის გადამცემზე მუშაობა მეცნიერებმა რამდენიმე წლის წინ დაიწყეს. მანამდე ეს პირბადე გამოიყენებოდა „ებოლას“ და „ზიკას“ ინფიცირების შემთხვევების დასადგენად.

თუმცა პირბადეზე ჩაკერებული გადამცემის მომართვა შესაძლებელია სხვა ვირუსების დასადგენად.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

მართვის მოწმობის გამოცდის წესი იცვლება – 2022 წლიდან პრაქტიკული გამოცდა ქუჩაშიც ჩატარდება

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.შინაგან...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img