17.04.2024
- Advertisement -spot_img

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კაცმა თავის დაწვა სცადა

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კაცმა ბენზინი მიიტანა და თავის დაწვა სცადა. პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოახერხეს, თუმცა მამაკაცს სხეულის სხვადასხვა ადგილზე პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობები აქვს. 

ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

“პაციენტი ამჟამად იმყოფება რეანიმაციის განყოფილებაში და გადის შესაბამის მკურნალობას. სხეულის სხვადასხვა უბნებზე აღენიშნება სხვადასხვა ხარისხის დამწვრობით დაზიანებები. მდგომარეობა ჯერჯერობით ითვლება მძიმედ”, – ამბობს ექიმი გიორგი დავლიანიძე.

​ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით, მოქალაქე, რომელმაც თავის დაწვა სცადა, რამდენიმე დღის წინ “ფორმულას დაუავშირდა”. ის რუსთავის პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების თანამშრომლებს ძალადობაში ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ პოლიციელებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img