24.07.2021
- Advertisement -spot_img

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ გავიმარჯვეთ ოქტომბერში და ჩვენ ისევ გავიმარჯვებთ ოქტომბერში

„ჩვენ გავიმარჯვეთ ოქტომბერში და ჩვენ ისევ გავიმარჯვებთ ოქტომბერში“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“  წერს.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” დღევანდელ პოლიტიკურ ლანდშაფტში, ერთადერთი პარტიაა, რომელიც ყოველთვის სახელმწიფოებრივად ფიქრობს.

„შვიდი თვეა რაც “ქართულ ოცნებას” შემოვუერთდი. დაძაბული შვიდი თვე. ყველა კრიტიკული გადაწყვეტილების დამსწრე, მოწმე და მონაწილე.

ამ შვიდმა თვემ დამარწმუნა, რომ “ქართული ოცნება” დღევანდელ პოლიტიკურ ლანდშაფტში, ერთადერთი პარტიაა, რომელიც ყოველთვის სახელმწიფოებრივად ფიქრობს. “ქართული ოცნება” ყველაზე ქართული და, ამიტომ, ყველაზე ევროპული პარტიაა.

ჩვენ გავიმარჯვეთ ოქტომბერში და ჩვენ ისევ გავიმარჯვებთ ოქტომბერში.”-წერს შალვა პაპუაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანიც გახდა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ამერიკის ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ საქართველოშია

ამერიკის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია. თბილისის აეროპორტში თვითმფრინავი ამ წუთებში დაეშვა. ამერიკის საჩუქარს აეროპორტში ჯანდაცვის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img