19.04.2024
- Advertisement -spot_img

შოთა არველაძე – მე და ჩემს ძმებს გვაქვს საქმე, რომელსაც ათწლეულებია ვემსახურებით და ასეც ვაპირებთ

ფეხბურთელი შოთა არველაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, შოთა არველაძე ყოფილიყო თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარიას გუნდიდან სოციალურ ქსელ ” ფეისბუქზე” ეხმაურება და წერს, რომ მას და მის ძმებსაც აქვთ საქმე, რომელსაც ათწლეულებია ემსახურებიან და ასე აპირებენ მომავალშიც.

“სულ რამდენიმე დღით ვარ თბილისში და ტაქსის მძღოლები მეკითხებიან, ვაპირებთ თუ არა ავტომანქანებზე თეთრი ფერის შეცვლას. არადა თეთრი ფერი მომწონს, მართლა მომწონს. მეც და ჩემს ძმებსაც გვაქვს საქმე, რომელსაც ათწლეულებია ვემსახურებით და ასე ვაპირებთ მომავალშიც. თანაც, პირდაპირ მერის თანამდებობაზე ფიქრი არ იქნებოდა სწორი, ჯერ გამგეობაში და საკრებულოში მუშაობის გამოცდილება გვჭირდება. 

P.S იქნებ კიჭა მაინც დავითანხმოთ.” – წერს შოთა არველაძე.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img