23.11.2024

შრომის ინსპექციამ „ოცნება 2“ დალუქა

თბილისში, კოსტავას 25-ში აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო შრომის ინსპექციამ, საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად შპს ,,ოცნება-2″ დალუქა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნულ მისამართზე შრომის ინსპექციამ 1-ელ აპრილს შპს „მარგი“ დააჯარიმა, რის შემდეგაც იურიდიული პირის დასახელება შეიცვალა და იგივე მისამართზე საქმიანობა შპს „ოცნება 2“-მა გააგრძელა, რომელიც 7 აპრილს დაჯარიმდა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სამართალდარღვევის სქემით მოქმედი, ერთსა და იმავე მისამართზე საქმიანობის განმახორციელებელი სამი იურიდიული პირი ჯამში 30 000 ლარით დაჯარიმდა.

„უკვე დღეს მთავარი შრომის ინსპექტორის ბრძანების საფუძველზე, ობიექტზე მესამე პირთა შესვლა შეიზღუდა და მთავრობის #322 დადგენილების განმეორებით დარღვევის გამო, შპს ,,ოცნება-2″-ის მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა” , – ნათქვამია ინფორმაციაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img