19.09.2021
- Advertisement -spot_img

შრომის ინსპექციას აქვს უფლება, რეაგირება ღონისძიებების გამართვამდე მოახდინოს.

ქორწილები, ქელეხები და საიუბილეო დღესასწაულები აიკრძალა

შრომის ინსპექციას ხალხმრავალი ღონისძიების გამართვის პრევენციის უფლება ეძლევა. კერძოდ, აქამდე მოქმედი რეგულაციით, ინსპექციას ჯარიმის გამოწერის უფლება ქელეხის, ქორწილის, იუბილისა და სხვა სახის შეკრების ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში თუ ჰქონდა, ახალი დადგენილება მას აძლევს შესაძლებლობას, რეაგირება დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, ღონისძიების გამართვამდე მოახდინოს. რეაგირება კი გულისხმობს ობიექტის ან მასობრივი ღონისძიებებისთვის საჭირო ნივთების (მაგალითად, აუდიოაპარატურა) დალუქვას.

აღნიშნულს „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილება ითვალისწინებს.

დადგენილების თანახმად, „შრომის ინსპექციის სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, უფლებამოსილია, დროებით შეზღუდოს ობიექტზე არსებული სივრცის ან/და ნივთის (მათ შორის ობიექტის ან მასზე არსებული კონკრეტული ადგილის, აპარატურის ან/და სხვა ნივთის გამოყენება, რომლებიც უშუალო კავშირშია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიების განხორციელებასთან) გამოყენება, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიების გამართვისას განმეორებით კრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, შეზღუდოს ობიექტზე არსებული სივრცის/ნივთის გამოყენება და გადასცეს საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სისხლის სამართლის საქმისწარმოების დაწყების მიზნით. დაუშვებელია ობიექტზე უნებართვოდ შესვლა, ლუქის ახსნა ან შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ამ ობიექტზე დაწესებული მოთხოვნების უგულვებელყოფა“.

ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდვითარების გამო, ბოლო დღეებში სოციალური ღონისძიებების აკრძალვის აღსრულებაზე კონტროლი გამკაცრდა. უკვე დაჯარიმდა ათეულობით ობიექტი.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

“გირჩმა” ე.წ. სისხლიანი ბანერი გადაფარა წარწერით-მოდი რეფერენდუმზე

 "გირჩმა" თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე განთავსებულ "სისხლიან ბანერზე" ტრანსპარანტი გადმოფინა წარწერით "მოდი რეფერენდუმზე". სიძულვილის ენის შემცველ ბანერებზე, რომლებიც...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img