13.10.2024
- Advertisement -spot_img

შშმ პირები ევროინტეგრაციაზე – ერთადერთი გზაა შშმ პირებისთვის თანასწორი გარემოს შესაქმნელად

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები აცხადებენ, რომ ევროინტეგრაცია მათი უფლებების აღიარებისთვის და თანასწორობის მიღწევისთვის მნიშვნელოვანია. შშმ პირების პოზიცია საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე მიღებულ რეკომენდაციებზე, ორგანიზაციის “ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის” ხელმძღვანელმა, გიორგი ახმეტელმა ისაუბრა ბრიფინგზე.

“ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დიდი იმედი განვიმსჭვალეთ იმ შესაძლებლობით, რომელიც უკრაინის ომის შემდეგ გამოჩნდა – ევროპასთან ინტეგრაციის დაჩქარება, რაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში ჯერ კიდევ ვართ ჩვენ მსხვერპლი – მხოლოდ მაშინ ვახსენდებით, როცა ვეცოდებით.

სულ სხვა მიდგომებს გვთავაზობს ევროპა, კანონის უზენაესობა, თანასწორობა – ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი თემისთვის. ჩვენ ვცოცხლობთ იმედით – ეს პროცესი რომ დაჩქარდა, ჩვენ უფრო მეტი იმედი გაგვიჩნდა, რომ უფრო მალე მოხდებოდა… ახლა დაჩქარება კი არა, შეიძლება უფრო დავშორდეთ ამ პერსპექტივას, რაც შემაშფოთებელია ჩვენი თემისთვის, რადგან აღმოვჩნდებით ქველმოქმედების და დახმარების იმედად, რაც არ გვინდა.

ერთადერთი სივრცე, სადაც კანონის უზენაესობა, თანასწორობა და განსხვავებული ადამიანების პატივისცემა შესაძლებელია და ვისთან ერთადაც ეს შესაძლებელია, ეს ევროპაა და ჩვენ ძალიან ვღელავთ ამ საკითხზე”, – განაცხადა ახმეტელმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

წინასაარჩევნო PR სტრატეგიები და ომის შიშით მანიპულაცია | ინტერვიუ ირა ჭელიძესთან

ინტერვიუ პოლიტიკური PR ტექნოლოგიების სპეციალისტთან ირა ჭელიძესთან. განვიხილავთ წინასაარჩევნო კამპანიებს, როგორ იზიდავენ ჩვენს ხმებს პარტიები.  რა სტრატეგიებით მუშაობენ და...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img