19.04.2024
- Advertisement -spot_img

შსს – დავაკავეთ პირი, რომელიც არასრულწლოვნებს მოწყალების თხოვნით ფულის შეგროვებას აიძულებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 1975 წელს დაბადებული დ.კ. არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. 

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას უწევდა ცოლის არასრულწლოვან დისშვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით – იგი მათ მოწყალების თხოვნისა და წვრილმანი ნივთების გაყიდვის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა, მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ ფიზიკურად უსწორდებოდა. 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143 პრიმა-ორი მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ შრომით ექსპლუატაციას გულისხმობს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img