19.04.2024
- Advertisement -spot_img

შსს-მ ქვეყანაში დღეს 20 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში, ასევე, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ნარკორეალიზატორები დააკავეს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, იმერეთის, აჭარისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღებისა და ჯგუფურად ჩადენილი გასაღების მცდელობის ბრალდებით 20 პირი დააკავეს.

დაკავებულები არიან: 1969 წელს დაბადებული მ.ჭ., 1976 წელს დაბადებული ჯ.ხ., 1988 წელს დაბადებულ გ.გ., 1981 წელს დაბადებული ს.ს., 1996 წელს დაბადებული გ. კ., 1957 წელს დაბადებული ბ.ა., 1965 წელს დაბადებული ჯ.ი., 1993 წელს დაბადებული ლ.გ., 2001 წელს დაბადებული ვ.მ., 1956 წელს დაბადებული ი.ხ., 1961 წელს დაბადებული რ.ა., 1996 წელს დაბადებული ფ.გ., 1966 წელს დაბადებული ხ.ა., 1983 წელს დაბადებულ ე.ლ., 1980 წელს დაბადებული რ.კ., 1987 წელს დაბადებული ჯ.ა. და 1972 წელს დაბადებული ბ.მ., ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1989 წელს დაბადებულ ე.გ., 1990 წელს დაბადებულ ი.კ. და 1990 წელს დაბადებული ჯ.მ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

პოლიციის მიერ დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები სოციალურ ქსელში არსებული ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფის კურიერები იყვნენ. ისინი ნარკოტიკულ საშუალებებს თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე, უკანონო რეალიზაციის მიზნით ათავსებდნენ და ასაღებდნენ.

სამართალდამცველებმა, მათი პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

პოლიციის მიერ ნივთმტკიცების სახით ამოღებულია: ერთი ლიტრი და 952 გრამი „ამფეტამინის“ შემცველი სითხე, 50 გრამი „ამფეტამინის“ შემცველი ფხვნილი, 15 გრამამდე „მდმა“-ს შემცველი ნივთიერება და 200 გრამამდე „კოკაინის“ შემცველი ნივთიერება.

ქვემო ქართლის პოლიციამ, ბრალდებული ჯ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ორ კილომდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. აჭარის პოლიციამ კი, ბრალდებული ბ.მ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 50 აბი.

იმერეთის პოლიციის მიერ ერთ-ერთი დაკავებულის – რ.კ.-ის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონოდ შეძენილი, STALKER 2918-UK-ის მოდელის პისტოლეტი.

ნარკოდანაშაულებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაულები რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img