20.10.2021
- Advertisement -spot_img

შსს-მ სოფელ გუმათთან რკინის ჯებირების დემონტაჟი დაიწყო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების დემონტაჟი დაიწყო. თმცა, პოლიციის თანამშომლები “გუმათჰესთან” და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და თითოეულ ასეთ ფაქტზე თანმიმდევრულ რეაგირებას მოახდენს“, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გოგელიას კლინიკაში მისული მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მაგივრად C ვიტამინი გაუკეთეს

მოქალაქეები ამბობენ, რომ გოგელიას კლინიკაში გრიპის ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინი გაუკეთეს. კლინიკაში მყოფი პაციენტების თქმით, ერთ-ერთს გაუჩნდა ეჭვი, რომ ოთხკომპონენტიანი გრიპის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img