05.08.2021
- Advertisement -spot_img

შსს-ს განცხადებას აქციის მონაწილეები შეძახილებით – “მკვლელებო“, „სირცხვილია“ შეხვდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მამუკა ჭელიძის ბრიფინგს, რომელმაც განაცხადა, რომ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ალექსანდრე ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედოზირება, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეების პროტესტი მოჰყვა.

შეკრებილები სკანდირებდნენ – “მკვლელებო” და “სირცხვილია”.

ამასთან, ჭელიძის ბრიფინგის მიმდინარეობისას აქციაზე მყოფმა პირებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის წინ ტრანსლაციის გათიშვა მოითხოვეს.

ისინი ამბობდნენ, რომ შსს-ს ბრიფინგის მოსმენა აღარ უნდოდათ, რადგან უწყების ვერსიის არ სჯერათ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საგარეო უწყება – რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების დამტკიცება წარმოადგენს საქართველოს უკანონო...

რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტის დამტკიცება...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img