24.04.2024
- Advertisement -spot_img

შუქრუთელები სასმელი წყლის მიღებაზე უარს ამბობენ და მშრალ შიმშილობაზე გადავიდნენ

შუქრუთის მაცხოვრებლები პროტესტის 25-ე დღეს სასმელი წყლის მიღებაზე უარს ამბობენ და მშრალ შიმშილს აცხადებენ.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის ცხრა მკვიდრი, რომლებიც მეექვსე დღეა აქციას მართავენ თბილისში აცხადებენ, რომ დღემდე არავინ შეხმიანებიათ და სხვა გზა აღარ დარჩათ.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მოშიმშილეებიდან სამი ადამიანის მდგომარეობა დამძიმდა, ერთ-ერთ მათგანს კი გადაადგილებაც უჭირს.

“გადავდივართ მშრალ შიმშილობაზე. ამ დროის მანძილზე სამწუხაროდ არავინ არ დაგვკავშირებია ჩვენ, არავინ მოსულა ჩვენთან არც სახელმწიფოდან, არც სახალხო დამცველი. ან გადაიდგმება რეალური ქმედითი ნაბიჯები, ან არადა ყველა დაინახავს, რომ ამერიკის საელჩოს წინ ყველა დავიხოცებით”, – ამბობს მედიასთან აქციის მონაწილე, გიორგი ნეფარიძე.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img