12.06.2021
- Advertisement -

შუქრუთელებმა, რომელთა პროტესტმაც თბილისში გადაინაცვლა, ღამე მანქანებში გაათენეს

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები უკვე 21 დღეა, პირამოკერილი შიმშილობს. სოფლის მაცხოვრებლებმა მას შემდეგ, რაც მათ პროტესტს სოფელ შუქრუთში შედეგი ვერ გამოიღო, საპროტესტო აქცია გუშინ თბილისში გადმოიტანეს და წუხელ, ღამე მანქანებში გაათენეს. 

მათ აშშ-ის საელჩოსთან კარვის გაშლა უნდოდათ, მაგრამ უფლება არ მიეცათ. 

 მათ სურთ, აშშ-ის ელჩმა ხელისუფლებასთან შუამავლის როლი შეასრულოს და პრობლემის მოგვარებაში დაეხმაროს. 

“ქალბატონი კელი დეგნანისგან ვითხოვთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან შუამდგომლობას. იქნებ ჩვენი პრობლემის მოგვარებისთვის რეალური ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას”. – ამბობს ერთ-ერთი მოშიმშილე. 

შუქრუთელები ამბობენ, რომ ჯორჯიან მანგანეზის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად მათი საცხოვრებელი სახლები დაიბზარა და საცხოვრებლად უვარგისი გახდა, ამასთან, გართულდა მუშაობა. კომპანია კი ზიანის ანაზღაურებას არ აპირებს. 

ადგილობრივების თქმით, მათი სახლების ქვეშ ჯორჯიან მანგანეზი მანგანუმს მოიპოვებს. 

ისინი მიმდინარე პროცესებს 3 თვეზე მეტია, აპროტესტებენ. შუქრუთელებმა დახმარებისთვის სახალხო დამცველსაც მიმართეს. 

- Advertisement -

უახლესი სტატიები

ექიმებმა დანიელი ფეხბურთელის, კრისტიან ერიქსენის გადარჩენა შეძლეს

მედიაში გავრცელებული, ინფორმაციით ქრისტიან ერიქსენის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბიულურია და ექიმებმა ფეხბურთელის გადარჩენა შეძლეს.  ცოტა ხნის წინ სტადიონზე, სადაც მატჩი მიმდინარეობდა...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -