19.04.2024
- Advertisement -spot_img

შუქრუთის მცხოვრებლები, რომლებიც პირამოკერილები შიმშილობენ, პროტესტის გასაგრძელებლად თბილისში ჩამოვიდნენ

20 დღიანი პროტესტის შემდეგ, ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, თბილისში ჩამოვიდნენ და აშშ-ის საელჩოს შენობასთან აქციის გამართვას გეგმავენ.

შუქრუთის მცხოვრებლები უკვე 20 დღეა, პირამოკერილები შიმშილობენ და მათი თქმით, შუქრუთში პროტესტმა შედეგი ვერ გამოიღო. ამიტომაც, ისინი დღეს თბილისში პროტესტის გასაგრძელებლად ჩამოვიდნენ. 

მათ სურთ, აშშ-ის საელჩოს შენობის წინ გაშალონ კარვები და პროტესტის ცენტრი სწორედ ეს ადგილი გახდეს, თუმცა, ამის საშუალებას მათ პოლიცია არ აძლევს. 

შუქრუთელები ამბობენ, რომ ჯორჯიან მანგანეზის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად მათი საცხოვრებელი სახლები დაიბზარა, კომპანია კი ზიანის ანაზღაურებას არ აპირებს. 

ადგილობრივების თქმით, მათი სახლების ქვეშ ჯორჯიან მანგანეზი მანგანუმს მოიპოვებს. 

ისინი მიმდინარე პროცესებს 3 თვეზე მეტია, აპროტესტებენ. შუქრუთელებმა დახმარებისთვის სახალხო დამცველსაც მიმართეს. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img