24.04.2024
- Advertisement -spot_img

„სინოვაკით“ ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება

„სინოვაკით“ ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ზუსტ თარიღს დამატებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი გააჟღერებს. „სინოვაკი“ ელოდება ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაციის ავტორიზაციას. ექსპერტების შუალედური დასკვნა, რომელიც დადებითად ახასიათებს „სინოვაკის“ შედეგებს, უკვე გამოქვეყნებულია.

ვფიქრობთ, რომ ავტორიზაცია მალე იქნება, თუმცა იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური საჭიროებები სწრაფად იქნეს მოცული და მოსახლეობას ჰქონდეს ვაქცინასთან ხელმისაწვდომობა, ამიტომ „სინოვაკით“ ვაქცინაცია მომავალი კვირიდან დაიწყება. მოცვა იქნება 18 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფებში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img