19.09.2021
- Advertisement -spot_img

“სირცხვილიას” ბანერის დახევის მცდელობისთვის, პარლამენტთან ფალავანდიშვილის თანამოაზრე დააკავეს

პარლამენტთან, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატთან დაკავშირებული აქციის მსვლელობისას, გურამ ფალავანდიშვილისა და პრორუსული,დაჯგუფების წევრებმა აქციის გარღვევა და “სირცხვილიას” ბანერის დახევა სცადეს.

ინციდენტის შემდეგ, პარლამენტთან გურამ ფალავანდიშვილის თანამოაზრებიდან ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, მოქალაქე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. 

დღეს, 13 ივნისს, პარლამენტთან ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული საპროტესტო აქცია იმართებოდა.  აქციას „მოძრაობა სირცხვილია“ მართავდა, სადაც ნინოწმინდის ბავშვთა თავშესაფარში ბავშვებზე შესაძლო ძალადობის ფაქტებსა და სახელმწიფოს უმოქმედობას აპროტესტებდნენ, თუმცა, მათ გამოჩენამდე ადგილზე გურამ ფალავანდიშვილი და მისი თანამოაზრეები მივიდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ “ლგბტ პრაიდი და ლგბტ აქტივისტები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს მთავრობასთან და ტელევიზიებთან ერთად უტევენ”. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

“გირჩმა” ე.წ. სისხლიანი ბანერი გადაფარა წარწერით-მოდი რეფერენდუმზე

 "გირჩმა" თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე განთავსებულ "სისხლიან ბანერზე" ტრანსპარანტი გადმოფინა წარწერით "მოდი რეფერენდუმზე". სიძულვილის ენის შემცველ ბანერებზე, რომლებიც...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img