16.04.2024
- Advertisement -spot_img

სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყო

სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი დღეიდან დისტანციურად განახლდა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 31 აგვისტოს მიიღო.

დისტანციურ რეჟიმში სწავლება 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება. 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა განახლდება მხოლოდ იმ ქალაქსა თუ სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი ოთხ პროცენტზე ნაკლები იქნება. 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შემთხვევაში, მშობელს ექნება საშუალება, აირჩიოს, სურს თუ არა, კვლავ დისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითვე, 4 ოქტომბრამდე უნივერსიტეტები უფლებამოსილნი არიან, დასწრების ფორმატი უზრუნველყონ იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკულ ნაწილს გადიან აუდიტორიებში. ამისათვის კი, სტუდენტებმა უნდა წარადგინონ ვაქცინაციის ცნობა, კვირაში ერთხელ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ცნობა „კოვიდის“ გადატანის შესახებ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img