09.12.2021
- Advertisement -spot_img

სომხეთის პარლამენტმა საარჩევნო შეთანხმების მიხედვით, პრემიერის პოსტზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა

სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ დღეს გამართულ საგანგებო სხდომაზე პრემიერ- მინისტრის პოსტზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.

ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურის ჩაგდება მთავრობის ახალი ხელმძღვანელის პოსტზე იმ შეთანხმების პირველი ნაბიჯია, რომლის მიხედვითაც მომავალ თვეში ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს. კერძოდ, დღევანდელი კენჭისყრის პირველი რაუნდის შედეგები ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის პროცესი დაიწყო. თუკი დეპუტატები პრემიერ-მინისტრს კენჭისყრის მეორე რაუნდშიც არ აირჩევენ, რომელიც ერთ კვირაშია დაგეგმილი, პარლამენტი დაიშლება და ვადამდელი არჩევნები ოფიციალურად დაინიშნება.

ფაშინიანი 25 აპრილს გადადგა, რითაც გზა გაუხსნა არჩევნებს, საიმისოდ, რომ განიმუხტოს შარშან აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის გარშემო მომხდარ ბრძოლაში განცდილი მარცხით გამოწვეული პოლიტიკური კრიზისი.

თუ ფაშინიანი პარლამენტარების მხარდაჭერას მეორე კენჭისყრაზეც, 10 მაისსაც ვერ მოიპოვებს – როგორც მოსალოდნელია – პარლამენტს დაითხოვენ და პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ვადამდელ არჩევნებს ივნისში დანიშნავს.

ფაშინიანი გეგმავს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულების გაგრძელებას და კენჭისყრაში მონაწილეობას. სომხეთის საარჩევნო კანონში ახლახან შეტანილ ცვლილებებს, რომლითაც საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციული, პარტიულ სიებზე დაფუძნებული გახდა, რასაც აკრიტიკებს ოპოზიცია.

ფაშინიანი მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც ნოემბერში დათანხმდა მოსკოვის შუამავლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას აზერბაიჯანთან და დათმობას მთიანი ყარაბაღის და მის გარშემო ტერიტორიებისა, რომლებსაც თითქმის 30 წლის განმავლობაში სომხები აკონტროლებდნენ.

ცნობისათვის, ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა რამდენიმე კვირის წინ დატოვა, რის მიზეზადაც ქვეყანაში 20 ივნისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ დროის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა

ამერიკულმა  Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა. სიის სათავეში კომპანია Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე, მაკენზი სკოტია. Forbes-მა მაკენზი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img