19.04.2024
- Advertisement -spot_img

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

არჩევნებში მონაწილეობას 25 პარტია და ბლოკი იღებს, მაგრამ რეალური წინააღმდეგობა ორ პარტიას შორის მიმდინარეობს. ეს პარტიებია ამჟამინდელი უმრავლესობა, პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის პარტია სამოქალაქო შეთანხმება და სომხეთის მეორე პრეზიდენტის, რობერტ კოჩარიანის ბლოკი – სომხეთი.

ეროვნულ კრებაში მოსახვედრად პარტიებს 5-პროცენტიანი, ხოლო ბლოკებს 7-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.

Deutsche Welle-ს რუსული გამოცემის მიხედვით, კვლევებმა აჩვენა, რომ კოჩარიანის სომხეთს მხარს უჭერს ქვეყნის მოსახლეობის 24.1%, ხოლო ფაშინიანის სამოქალაქო შეთანხმებას – 23.8%. პოპულარულობით მესამე ადგილზე, ბევრად უფრო მცირე მხარდაჭერით, არის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარქისიანის მაქვს ღირსება, 7.4%-ით. ვარაუდობენ, რომ პარლამენტში კვლავ მოხვდება ოლიგარქი გაგიკ ცარუქიანის პარტია აყვავებული სომხეთი და სომხეთის პირველი პრეზიდენტის ლევონ ტერ-პეტროსიანის პარტია – სომხეთის ეროვნული კონგრესი.

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადება აზერბაიჯანთან 2020 წლის სექტემბერ-ნოემბრის ომის შემდეგ ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების შედეგად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო გახდა საჭირო. 2021 წლის 25 აპრილს ქვეყნის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგა და მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელის პოსტი დაიკავა. 3 და 10 მაისს სომხეთის ეროვნულმა კრებამ ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევა ვერ შეძლო, რის შემდეგაც სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, პარლამენტის დათხოვნის და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img