19.04.2024
- Advertisement -spot_img

სოფო შევარდნაძე დედა გახდა

სოფო შევარდნაძე დედა გახდა. 42 წლის რუსეთში მოღვაწე ქართველ ჟურნალისტს ბიჭი შეეძინა და ანდრია დაარქვა.

“ვებგაზეთის” ინფორმაციით სოფო შევარდნაძემ კლინიკა “ჰერაში” იმშობიარა, ბავშვი 3.3 კილოგრამი და 52 სანტიმეტრი დაიბადა. ამ დროისთვის, ბავშვი და დედა თავს კარგად გრძნობენ.

ცნობილ ტელეწამყვანს  პირადი ცხოვრების აფიშირება არ უყვარს. თუმცა მედიასაშუალებების ცნობით,  სოფიკო 21 წლის იყო, როცა დაგეგმილი ქორწილი ჩაშალა და დღემდე არ დაქორწინებულა.

„ნიუ-იორკში ჟურნალისტმა ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი ლევან კოღუაშვილი გაიცნო, მან რჩეული საკუთარ ბაბუასაც კი გააცნო და გამოაცხადა ქორწინების შესახებ. თუმცა ქორწილამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე მიხვდა, რომ არ სურდა, მთელი ცხოვრება იმ ადამიანთან ერთად გაეტარებინა“ – წერდნენ სხვადასხვა მედიასაშუალებები.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img