16.10.2024
- Advertisement -spot_img

სოსო გოგაშვილის ცოლი – 3 მუხლით არის დაკავებული, დავინახე, როგორ ამოდეს იარაღი ლეიბის ქვეშ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ცოლის ინფორმაციით, გოგაშვილი 3 მუხლით არის დაკავებული, მათ შორის არის სსკ-ის 236-ე მუხლი და 157-ე მუხლის მე-4 ნაწილი.

236-ე მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს. 157-ე მუხლი კი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას ითვალისწინებს.

“შევარდნენ ოთახში, ამ დროს მივყვებოდი, რას აკეთებთ-მეთქი, ჩემი თვალით დავინახე, ბიბლიაზე დავიფიცებ, პატრიარქთანაც მივალ, ლეიბის ქვეშ ამოდეს იარაღი. გამოხსნეს კარადა და კალაშნიკოვი [დადეს] როგორ ფიქრობთ, 13 გაფორმებული იარაღი აქვს ჩემს მეუღლეს და ეს 2 იარაღი უკანონო ჰქონდა?! შევეწინააღმდეგე და ღამბაშიძემ მომკიდა ხელები, დაუძახა ბიჭებს, აქ რა უნდა, რატომ ამოიყვანეთო. ხელები მტკივა”. – ამბობს ის.

მისივე ინფორმაციით გოგაშვილს აქვს დაზიანება ბეჭზე, რომელიც დაკავებისას მიიღო, ასევე, “მარჯვენა ლოყა აქვს დასიებული”.

“ბოლოს რატომაც მოიშორეს, ეს იყო უცხოელებთან კონტაქტი. ნამდვილად ეშინიათ, რომ არ ეშინოდეთ… ვერც წილები უნახეს, ვერც სიბინძურეები. ჩემმა მეუღლემ თქვა, სანამ პარტიარქი ცოცხალი იქნება და პატრიარქს ვინმე შეეხება უდიერად, მზად იყავი, რომ მე მის მაგივრად მივდივარ ტყვიაზეო.

არა მარტო დიპლომატიურ კორპუსს, ყველას შეხვდა, არასამთავრობოებსაც. მე მინდა, სახალხო დამცველს მივმართო, ძალიან ვთხოვ, დამეხმაროს, მე არ ვიცი, ჩემი მეუღლე სად წაიყვანეს”. – ამბობს ის.

მარტყოფლიშვილის ცნობით, სახლიდან ამოიღეს 2 ცეცხლსასროლი იარაღი და ტექნიკა, ასევე, დისკები, მეხსიერების ბარათები, ლეპტოპი და წერილობითი დოკუმენტი, “ვის ხვდებოდა” სოსო გოგაშვილი.

გუშინ, 15 ივლისს, ღამით სოსო გოგაშვილი დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეო მისმა ცოლმა გაავრცელა – ვიდეოში ჩანს, როგორ შედის სპეცრაზმი სახლში, გოგაშვილს იატაკზე აწვენს და აკავებს. სუს-ის ცნობით, გოგაშვილი არა ახალი, არამედ მიმდინარე საქმის ფარგლებში დააკავეს. მათივე ინფორმაციით, ჩხრეკის ოპერაციის ჩატარების შემდეგ მისი დაკავება “გარდაუვალი გახდა”.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img