04.12.2021
- Advertisement -spot_img

სოზარ სუბარი 6-დან 5 პუნქტზე მოლაპარაკებები მიდის, ბრიუსელში ამბიციური საარჩევნო რეფორმით მივდივართ

“ჩვენ, ორ კვირაში ბრიუსელში 6 პუნქტიანი გეგმით მივდივართ, პირველი არის ამბიციური საარჩევნო რეფორმა, პარლამენტში შემუშავებულია მოდელი, რაშიც ჩართულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები.

მეორე არის, კანონის უზენაისობა, ესეც ითხოვს პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას. ეს რეფორმა არ შეჩერებულა, ეს რეფორმა მიდის. მაგიდასთან დასხდომას მოიაზრებს ეს და მაგიდასთან უნდა მოვიდეს ოპოზიცია.

მესამე არის პოლიტიკური მართლმსაჯულება და პოლიტპატიმრები, რაზეც დათანხმება შეუძლებელია, რადგან არანაირი პოლიტიკური მართლმსაჯულება ამ ქვეყანაში არ არსებობს.

ჩვენ ვსაუბრობთ, რომ არის ექვსი პუნქტი. ექვსიდან ხუთ პუნქტზე მიდის მოლაპარაკებები. მეექსვე არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, რაზეც დათანხმება არის შეუძლებელი.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დაჯარიმდა და დაილუქა

შრომის ინსპექციამ კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა. ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექცია ავრცელებს. „მიმდინარე წლის 3-4 დეკემბერს...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img