28.03.2024
- Advertisement -spot_img

სოზარ სუბარი – ეს იყო მართლა პოლიტიკური თვითპატიმრობა…ევროკავშირს არ ერიდება თქვას, რომ ვიღაც პოლიტპატიმარია

ეს იყო მართლა პოლიტიკური თვითპატიმრობა…ევროკავშირს არ ერიდება თქვას, რომ ვიღაც პოლიტპატიმარია, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია “იმედთან” განაცხადა.

„ეს იყო მართლა პოლიტიკური თვითპატიმრობა, ადამიანი რომელმაც თქვა, რომ კანონს არ დავემორჩილებიო, რომელმაც თქვა, რომ არ გავიკეთებ სამაჯურსო, არ გადავიხდი გირაოს და კანონი არ მაინტერესებსო, ნურც ნურავინ გაბედავს, რომ გირაო გადამიხადოსო, საბოლოოდ კი მიხვდა, რომ ეს ყველაფერი იყო ძალიან ცუდი თამაში, დათანხმდა შეთანხმებას, რომელსაც მისი და მისი პარტიის მონაწილეობის გარეშე მივაღწიეთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, ევროკავშირს ერთადერთი რაც უნდა, ეს არის, სტაბილურობა ქვეყანაში.

„მათ აინტერესებდათ და უნდოდათ ქვეყანაში სტაბილურობა ყოფილიყო, ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირის პარტნიორია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img