23.11.2024

სოზარ სუბარი: „მადლობა ვახტანგ გომელაურს კარგად ჩატარებული ოპერაციისთვის“

დეპუტატმა სოზარ სუბარმა, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს და პოლიციელებს, მადლობა გადაუხადა დღეს დილით „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციისთვის.

განცხადება პარლამენტში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა, ჟურნალისტებთან გააკეთა.

მისი თქმით, ნიკა მელიას  მიმართ არსებობდა სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის შეცვლის უფლება არავის აქვს და შს სამინისტრო ვალდებული იყო ეს გადაწყვეტილება შეესრულებინა.

„ბნელი ღამე და ქვეყნის დაქცევა მაშინ იწყება, როცა კანონი არ აღსრულდება. სხვათაშორის, ორ დღეში საქართველოს დამოუკიდებლობის დაცემის დღეა. დამოუკიდებლობის დაცემა სწორედ იმან განაპირობა, რომ ქვეყნის შიგნით იყო ბოლშევიკური მეხუთე კოლონა, რომელიც კანონს არ ემორჩილებოდა და ყველაფერს აკეთებდა სახელმწიფოსთვის ძირის გამოსათხრელად. დღეს საქართველოს სახელმწიფო ძლიერია, კანონი აღსრულდება, კანონს ყველა დაემორჩილება. ქვეყანას აზიანებს და ძირს უთხრის, როცა ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებით აცხადებენ, რომ კანონზე მაღლა დგანან – ეს არ მოხდება. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველო დაღუპა იმან, რომ საქართველოში იყო მეხუთე კოლონა, რიმელიც კანონს არ ემორჩილებოდა და ყოველ დღე აწყობდა დესტრუქციას”, – განაცხადა სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ბნელი ღამე და ქვეყნის დაქცევა მაშინ იწყება, როცა კანონი არ აღსრულდება. სხვათაშორის, ორ დღეში საქართველოს დამოუკიდებლობის დაცემის დღეა

ასევე, მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის” საუბარი,  რომ ნიკა მელია 20 ივნისს, რუსი დეპუტატის სერგეი გავროლოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაბრძანების გამო გამოწვეული პროტესტის გამოა დაპატიმრებული აბდაუბდაა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img