20.10.2021
- Advertisement -spot_img

სპეცოპერაცია ბათუმში – არსებული ინფორმაციით, ბიჭი კორპუსიდან გადმოხტომას აპირებს

ამ წუთებში ბათუმში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ლერმონტოვის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.

“მთავარის” ინფორმაციით, ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ახალგაზრდა კაცი აპირებს გადმოხტომას. ამ წუთებში სამართალდამცავებმა კორპუსის ეზოში გასაბერი ლეიბი მიიტანეს, თუმცა ახალგზრდა კაცი ჯერჯერობით გადმოხტომას არ აპირებს. მას დაკეტილი აქვს ბინის კარი და სამართალდამცავებს არ უშვებს. 

მედიის ინფორმაციით, კაცი გუშინ, ბათუმის ბულვარში მომხდარ მკვლელობაშია ბრალდებული.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გოგელიას კლინიკაში მისული მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მაგივრად C ვიტამინი გაუკეთეს

მოქალაქეები ამბობენ, რომ გოგელიას კლინიკაში გრიპის ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინი გაუკეთეს. კლინიკაში მყოფი პაციენტების თქმით, ერთ-ერთს გაუჩნდა ეჭვი, რომ ოთხკომპონენტიანი გრიპის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img