20.04.2024
- Advertisement -spot_img

სპორტული დარბაზები გაიხსნა – რა შეზღუდვები მოიხსნება დღეიდან?

დღეიდან კორონავისურის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დაწესებული შეზღუდვების კიდევ ერთი ნაწილი იხსნება. კერძოდ, სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ. თუმცა, განსაზღვრული რეგულაციების დაცვით.

ასევე, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები სასწავლო პროცესს აუდიტორიებში დაიწყებენ.

განახლდება  სასკოლო წრეების მუშაობაც. ხოლო თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ. მათ საქმიანობის სრულად აღდგენის შესაძლებლობა (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1 აპრილიდან ექნებათ.

ცნობისთვის, შეზღუდვების დიდი ნაწილი 1 მარტიდან ეტაპობრივად გაუქმდა. გახსნილია სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები – მათ შორის შაბათ-კვირასაც. ასევე სასწავლო პროცესი განახლდა სკოლებში, საბავშვო ბაღებმაც განაახლეს მუშაობა. გახსნილია მთის კურორტები და რესტორნების როგორც გარე, ასევე შიდა სივრცეები.

რაც შეეხება ე.წ კომენდანტის საათს, ეს შეზღუდვა ისევ ძალაში რჩება.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img