სტამბოლში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო.
შეხვედრას რეჯეფ თაიფ ერდოღანიც ესწრება.
მოლაპარაკებების დაწყებამდე მან თქვა, რომ უკვე დროა, “ველოდოთ მტკიცე შედეგებს” დღევანდელი რაუნდისგან.
ერდოღანის თქმით: “დროა, ორივე მხარემ შეწტყვიტოს ტრაგედია”.
“ვფიქრობთ, რომ ვართ ფაზაში, როცა მოლაპარაკებებისგან მტკიცე შედეგებს უნდა ველოდოთ. თქვენ საფუძველს უყრით მშვიდობას თქვენი ლიდერების დირექტივებით. ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა და მშვიდობა ყველასთვის ხელსაყრელი იქნება”. – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
რუსეთის დელეგაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრ ფომინი ხელმძღვანელობს, უკრაინის დელეგაციის მეთაური კი დავით არახამიაა.