NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მინისტერიალის დასრულების შემდეგ, ალიანსის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ საქართველოს მხარდაჭერა არსებითი პაკეტის საშუალებით”.
“საქართველოსთვის, ნატო-საქართველოს არსებითად მნიშვნელოვანი პაკეტის მეშვეობით, ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი მხარდაჭერა გავზარდოთ, მათ შორის, ისეთ სფეროებში, როგორიცაა სიტუაციური ცნობიერება, უსაფრთხო კომუნიკაციები და კიბერუსაფრთხოება.” – განაცხადა სტოლტემბერგმა.