23.11.2024

სტოლტენბერგი – საქართველო არის ძალიან ღირებული პარტნიორი, ვეძებთ გზებს, რათა მეტი გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ

უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრა ნატო-ს აჩვენებს იმ საჭიროებას, რომ უზრუნველყოს იმ ქვეყნების მხარდაჭერა ევროპაში, რომლებიც არც ნატო-ს და არც ევროკავშირის წევრები არ არიან, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროპარლამენტის ლიდერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ნატო-ს ძალიან ღირებული პარტნიორია.

„უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრა ნატო-ს აჩვენებს იმ საჭიროებას, რომ უზრუნველყოს იმ ქვეყნების მხარდაჭერა ევროპაში, რომლებიც არც ნატო-ს და არც ევროკავშირის წევრები არ არიან, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო. ეს ეხება როგორც პრაქტიკულ მხარდაჭერას, ისე პოლიტიკურს. საქართველო არის ძალიან ღირებული პარტნიორი და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით ვეძებთ გზებს, რათა მეტი გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს ახლო პარტნიორებთან ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img