23.11.2024

სუბარი ენმ-ზე – მაკდონალდსის გვერდით იშიმშილებენ, თუ მოინდომებენ, მსუბუქი შიმშილობა ჰქონდეთ, ჰამბურგერებს მიირთმევენ

უმრავლესობის დეპუტატი სოზარ სუბარი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი საპროტესტო შიმშილობის დაწყებას ეხმაურება და მას “უაზრო აქციას” უწოდებს.

“ადამიანი დამნაშავეა თუ არა, უნდა მოიხადოს თუ არა სასჯელი, ეგ შიმშილობით არ წყდება. თვითონაც მიხვდებიან, რომ ძალიან უაზრო აქცია წამოიწყეს. კარგი იქნება, პოლიტიკურ პროცესში დაბრუნდნენ და მიხეილ სააკაშვილიც უნდა მიხვდეს, რომ როგორი შეცდომაც იყო თავის დროზე ქვეყანაში შემოპარვა და იმის იმედად ყოფნა, რომ ასიათასობით ადამიანი გამოვიდოდა ქუჩაში და ბელადს ხელში ატაცებულს აიყვანდა თანამდებობაზე, ოლიმპზე, ისევ ის შეცდომაა ახლა, როცა აშანტაჟებს თანაგუნდელებს, რომ მათ შიმშილობით ან რაიმე ტიპის აქციებით აიძულონ ხელისუფლება ან ვინმე, სააკაშვილი გამოვიდეს ციხიდან. სააკაშვილი მოიხდის სასჯელს.

მაკდონალდსის გვერდით მოუწევთ მათ შიმშილობა და თუ მაინც მოინდომებენ მსუბუქი შიმშილობა ჰქონდეთ, ხბოს პაშტეტების ნაცვლად, რასაც მათი პრეზიდენტი მიირთმევდა, მიირთმევენ „მაკდონალდსის“ ჰამბურგერებს”, – განაცხადა სუბარმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img