24.11.2024

სუბარი – კეზერაშვილს ჯარში ნახევარქათამას ეძახდნენ, მართლა ნახევარქათამასავით ყლაპავდა ჯარისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს

დავით კეზერაშვილს და ალექსანდრე ნინუას 5 მილიონ 60 ათასი ევროს გადახდა დაეკისრათ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის და სანაცვლოდ წვრთნების ჩატარების საქმე – მომსახურება, რომელიც თავდაცვის სამინისტროს არ მიუღია.

კეზერაშვილის საქმეს უკვე მოჰყვა გამოხმაურება უმრავლესობის წევრების მხრიდან. როგორც მმართველი პარტიის წევრები აცხადებენ, კეზერაშვილი თაღლითურად მოპოვებული თანხებით ახდენდა და ახლაც ახდენს ქვეყანაში დესტრუქციული ქმედებების განხორციელებას.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი ამბობს, რომ კეზერაშვილს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოუწევს უკანონოდ მითვისებული თანხმების დაბრუნება.

“ადრე თუ თუ გვიან ამ ადამიანს მოუწევს თანხის გადახდა. ეს არის ადამიანი, რომელსაც საქართველოს ჯარში სამარცხვინო სახელს უწოდებდნენ ნახევარქათამას და მართლა ნახევარქათამასავით ყლაპავდა საქართველოს ჯარისთვის და ჯარისკაცებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს. მას ასევე მოუწევს პასუხისმგებლობა იმ თანხებზეც, რომელსაც ის ჰპარავს ევროპელ პენსიონერებს ე.წ. ქოლ-ცენტრების მეშვეობით,”- განაცხადა სოზარ სუბარმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img