24.07.2021
- Advertisement -spot_img

სულელური თამაშების დრო დასრულდა, მთავრობამ წითელი ხაზები გადაკვეთა – ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში მიმდინარე მოლაპარაკებებს რუსთავი 2–ის ეთერში ეხმიანება და ამბობს, რომ “სულელური თამაშების დრო დასრულდა”.

“საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის და ამ რეგიონის ლიდერი სახელმწიფო. სულ ახლახან ჩვენ ვნახეთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, ამიტომ ახლა ჩვენ გვჭირდება საქართველო, როგორც მოთამაშე, როგორც აქტორი და არა ქვეყანა, რომელიც ძირითადად საკუთარი პრობლემებითაა დაკავებული.

ვიმედოვნებ, რომ ყველამ მიიღო ახალი რეალობა, რომ სულელური თამაშებისთვის დრო დასრულდა და ახლა მართლა მაქვს იმედი, რომ მთავრობა გაიაზრებს მის პასუხისმგებლობას და იმას, რომ ბოლო ქმედებებით წითელი ხაზები გადაკვეთა”,– ამბობს ის.

ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ნამდვილად სურს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება, დროა, თავის ადგილზე იყოს კანონის უზენაესობის პრინციპი და არ ფერხდებოდეს დემოკრატიზაციის პროცესი. ვიოლა ფონ კრამონის აზრით, ოპოზიციამ უნდა აჩვენოს, რომ მათ სურთ, მიაღწიონ წარმატებას ამ პროცესში.

მისივე განცხადებით, ოპოზიციის პოზიცია – “ან ახალი არჩევენები, ან არაფერი”, მიუღებელია.

“ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის ნაწილი, ვისაც ხალხის გარეთ გამოყვანა სურდა, ეს სულაც არაა ახლა ის, რაც ქვეყანას სჭირდება, საჭირო ისაა, რომ მათი მხრიდან დაისვას კითხვა: რა არის ჩვენი დღის წესრიგი, რა გვინდა მმართველი გუნდისგან, რა არის ჩვენი პრიორიტეტი და რა იქნება ჩვენი ნაბიჯი მშვიდობისთვის და არა ბოიკოტი, ბლოკირება, ან “ახალი არჩევნები ან არაფერი” პრინციპი – ასეთი რამ მიუღებელია.

პარლამენტშია საჭირო ხელსაწყოების გამოყენება. პრემიერისგან ველი, რომ გამოიყენებს ნაკლებად პოლარიზებულ და რადიკალურ რიტორიკას. ეს მის ინტერესშია, რათა ვითარება განმუხტონ,”- თქვა ვიოლა ფონ კრამონმა რუსთავი 2–თან საუბრისას.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ამერიკის ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ საქართველოშია

ამერიკის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია. თბილისის აეროპორტში თვითმფრინავი ამ წუთებში დაეშვა. ამერიკის საჩუქარს აეროპორტში ჯანდაცვის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img