17.01.2022
- Advertisement -spot_img

ტედროს ადანომ გებრეისუსი – კორონავირუსის “ომიკრონ“ ვარიანტი რჩება საშიშ ვირუსად, განსაკუთრებით არავაქცინირებულთათვის

მოდით გარკვევით ვთქვათ: მიუხედავად იმისა, რომ “ომიკრონი“ ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს, ვიდრე „დელტა“, ის რჩება საშიშ ვირუსად, განსაკუთრებით მათთვის, ვინც არ არის ვაქცინირებული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსით მსოფლიოში ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი იღუპება.

„თითქმის 50 000 გარდაცვალება კვირაში, ძალიან ბევრია. ვირუსთან ერთად ცხოვრება არ ნიშნავს, დავუშვათ, რომ სიკვდილიანობის ეს მაჩვენებელი მისაღები იყოს. ვირუსს თავისუფლად გავრცელების საშუალება არ უნდა მივცეთ და თეთრი დროშა არ უნდა ვუფრიალოთ, როცა მსოფლიოში ამდენი ადამიანია არავაქცინირებული,“- აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, მთელს მსოფლიოში საავადმყოფოებში მოთავსებული ადამიანების უმეტესობა არავაქცინირებულია, თუმცა ვაქცინაცია ვირუსის გავრცელების სრულ პრევენციას ვერ ახდენს.

„მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინები მძიმე დაავადებისა და სიკვდილის პრევენციის კუთხით ძალიან ეფექტურ საშუალებად რჩება, ისინი სრულად ვერ აფერხებენ გადაცემას. მეტი გადაცემა ნიშნავს მეტ ჰოსპიტალიზაციას, მეტ სიკვდილს და სხვა ვარიანტის გაჩენის მეტ რისკს, რომელიც კიდევ უფრო გადამდები და მომაკვდინებელია ვიდრე „ომიკრონი“,“- აღნიშნა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ელენე ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრს – გავმართოთ საქმიანი შეხვედრა და მოვაგვაროთ “ქართლის” დევნილების საკითხი

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს. ხოშტარია მინისტრს ზურაბ აზარაშვილს დევნილებთან შეთანხმებით, შეხვედრას სთავაზობს და აცხადებს, რომ თუ სანატორიუმ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img