23.11.2024

ტელეკომპანია იმედი წინასაარჩევნოდ საგანგებო რეჟიმზე გადადის

არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ტელეკომპანია იმედი საგანგებო რეჟიმზე გადადის. ტელევიზიის მიერ გავრცელებულ განცხადებით, დღეიდან, 18 ოქტომბრიდან, ყოველდღე, გვიან ღამემდე ეთერი დაეთმობო ადამიანებს, “რომლებსაც სააკაშვილის რეჟიმმა უმძიმესი მორალური ზიანი მიაყენა”.

ნაციონალური მოძრაობა ისევ რევანშისთვის ემზადება, რომ რომელიმე მუნიციპალიტეტში მაინც მოიგოს მერის არჩევნები, სადაც რევოლუციური შტაბისა და დესტრუქციის კერის შექმნას შეეცდება.

იმედი დგას იქ, სადაც აქამდე იდგა და ამ არჩევნების წინაც, ჩვენი სარედაქციო პოზიცია იქნება სახელმწიფოებრივი ინტერესებით ნაკარნახევი და საზოგადოებისთვის გამჭვირვალე.
ჩვენ კარგად ვიცით, რას ნიშნავს “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობა ხალხისთვის და მედიისთვის და ვერ დავუშვებთ მის რევანშს. იმედი, როგორც ამ ბრძოლის სიმბოლო, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის, ზუსტად ისე, როგორც 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ. მიგვაჩნია, რომ სისხლიანი რეჟიმის სიმბოლოები და სახეები არ უნდა ფიქრობდნენ ძალაუფლების დაბრუნებაზე, არამედ ისინი უნდა იხდიდნენ სასჯელს დანაშაულებისთვის სასამართლო განაჩენის შესაბამისად.

ეს არის ჩვენი მისია, ვილაპარაკოთ სიმართლე და არ დავუშვათ წარსულის დაბრუნება, რომელიც ყველას გვახსოვს. იმედი“არის ტელევიზია, რომელიც თავის დროზე მიიტაცეს, დაარბიეს, რომლის ჟურნალისტებს უმოწყალოდ გაუსწორდნენ. სწორედ სიმართლისთვის, რეჟიმისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა ჩვენი არხის დამფუძნებელი.

დღეიდან იმედი ბრძოლის წინა ხაზზე იქნება. ყოველდღე, გვიან ღამემდე, საინფორმაციო ეთერი, პოლტიკური თოქ-შოუები დაეთმობა ადამიანებს, რომლებსაც სააკაშვილის რეჟიმმა უმძიმესი მორალური ზიანი მიაყენა.

ხალხი თავის სათქმელს ყოველდღიურად იტყვის იმედის სპეციალურ ეთერში. ადამიანები გაიხსენებენ უმძიმეს წლებს, უმძიმეს დღეებს და რეჟიმს, რომელმაც მათი ღირსება, თავისუფლება და ჯანმრთელობა, მათი ოჯახის წევრების სიცოცხლე ხელყო.

იმედი შეგახსენებთ ჩვენი ქვეყნის უმძიმეს წარსულს, რომ აღარასდროს დავუბრუნდეთ მას და ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მომავალზე. აქ იმედია!”.- აღნიშნულია განცხადებაში. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img