18.01.2025

ტელეკომპანია “tv პირველის” შენობასთან პოლიციაა მობილიზებული

ამ წუთებში ტელეკომპანია ” ტვ პირველის” შენობასთან პოლიციაა მობილიზებული. ინფორმაციას ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ავრცელებს და სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” შესაბამის ფოტო-ვიდეო მასალას აქვეყნებს.

“რამდენიმე წუთის წინ ტვ ,,პირველთან”, პოლიციის მობილიზება დაიწყო და ხომ მშვიდობა გვაქვს? ამ შუაღამისას პოლიცია რატომ გამოჩნდა ჩვენს ოფისთან?”,- წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე”.

ამ წუთებში ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში საგანგებოდ მაუწყებლობს და კადრებში ჩანს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების გადაადგილება. ტელეკომპანიის ჟურნალისტის განცხადებით, სამართალდამცველებმა მათ დაუდასტურეს, რომ აქვთ ოპერატიული ინფორმაცია “ტვ პირველთან” ძალადობრივი ჯგუფების მისვლის შესახებ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img